მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მასშტაბით გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესს ახორციელებს.
დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგება გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუდმივად ცდილობდა გაზსადენებისა და დაზიანებული მილების რეაბილიტაციას. კომპანიის ახალმა მფლობელებმა, ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს. დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესი.
ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებული, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც ძალიან ამორტიზებული და დაზიანებულია, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.
კომენტარი