"დილაობით როდესაც ფანჯრიდან გადავიხედავ, ლევანიკოს სკოლისაკენ მიმავალი დიდი ნაბიჯები მხოლოდ ტკივილიან მოგონებადღა დამრჩება"
51-ე სკოლის ორი მოკლული მოსწავლე სრულიად საზოგადოებისთვის უზომოდ დიდი ტკივილია. სოციალურ ქსელში არაფერი იწერება, არაფერი ზიარდება ისე, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებულ მოვლენებს არ შეეხოს. უამრავი ინტერნეტ მომხმარებელი იხსენებს მეთერთმეტე კლასელ მოსწავლეებს, რომლებიც სისხლიან გარჩევას შეეწირნენ. გთავაზობთ კიდევ ერთ ემოციურ პოსტს, რომლის ავტორი ამჯერად გარდაცვლილი ლევან დ-ს მეზობელია:
"ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ასცდებოდნენ დროში ერთმანეთს უმეტესად კი ერთად მიიჩქარიდნენ სკოლისაკენ.2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი ამოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი... ვინ იფიქრებდა დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. თვალს უხაროდა მისი დანახვა ისეთი ბიჭი იყო. თავის ლამაზ, დიდრონ თვალებს შემოგანათებდა და სალამს ვერ დაასწრებდი. მედამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სიკეთეს ასხივებდა.
აი ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა."
კომენტარი