სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოვრებისეული გაკვეთილი: თუ ფიქრობ, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა, შეიკავე სუნთქვა რამდენიმე წამით...

თუ ფიქრობ, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა, შეიკავე სუნთქვა რამდენიმე წამით“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი უცხოური გამოცემა, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

ფილოსოფიის ლექტორმა აუდიტორიაში შესვლისთნავე სტუდენტებს მოავლო თვალი და ჰკითხა: „თუ რაღაც მიზეზით სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ყოფნას მოგისჯიდნენ , რას მოიმოქმედებდით?“

აუდიტორიში სიჩუმე ჩამოვარდა. ხანგძლივი სიჩუმე ერთმა სტუდენტმა დაარღია: „თავს მოვიკლავდი, მე ვერ შევძლებდი მთელი სიცოცხლე ასე ცხოვრებას“. დანარჩენებიც მას დაეთანხმნენ.

„ძალიან კარგი“,– უპასუხა პროფესორმა და ხელახლა შეეკითხა: „შეგიძლია ამიხსნა რატომ მოიკლავდი თავს?“
„რა თქმა უნდა“,– უპასუხა სტუდენტმა და უთხრა: „მე ვერ გავძლებდი ჩემი ოჯახის, მეგობრების, ძაღლის , ჩემი ჰობის გარეშე. ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა“.
„ეთანხმებით?“– ახლა უკვე აუდიტორიას მიმართა კითხვით პროფესორმა. უმრავლესობამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

„ძალინ კარგი“,– თქვა პროფესორმა და განაგრძნო : „ ნება მომეცით ერთი მარტივი სავარჯიშო გაგაკეთებინოთ. თქვენ ყველაფერს ისე მოიმოქმედებთ, როგორც ამას მე გეტყვით. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და მანამდე არ ამოისუნთქოთ , სანამ ამის უფლებას თავად არ მოგცემთ“.

აუდიტორიაში მყოფმა ყველა სტუდენტმა დახუჭა თვალები და ღრმად ჩაისუნთქა.პროფესორი გაჩუმდა, არაფერს აღარ ამბობდა, ამოსუნთქვის უფლებას აღარ აძლევდა. სტუდენტებმა მალევე ცუდად იგრძნეს თავი,რადგან დიდი ხანი გავიდა ,რაც სუნთქვაშეკრულები ისხდნენ. ამიტომ ნელ–ნელა დაიწყეს თვალების გახელა და ამოსუნთქვა.

პროფესორი გაოცდა, იმ სტუდენტისკენ შებრუნდა, რომელსაც წუთების წინ ესაუბრებოდა და ჰკითხა: „ იმ პერიოდში როცა მელოდებოდი,როდის გეტყოდი ამოისუნთქე-მეთქი, შენს ოჯახზე, მეგობრებზე, ძაღლზე ან ჰობზე ფიქრობდი?“

„ არა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როდის მომეცემოდა შესაძლებლობა ამომესუნთქა“ - უპასუხა სტუდენტმა. აუდიტორიაში მყოფნიც მას დაეთანხმნენ.

ამის შემდეგ პროფესორმა უთხრა: „ ხედავ, რა მარტივია დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში,რომ ცხოვრება - მეგობრები, ოჯახი და პარტნიორია მხოლოდ. თუმცა, ცხოვრება ზემოთ ჩამოთვლილზე ბევრად მეტია. როდესაც გარშემო ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინვე ფიქრს იმაზე ვიწყებთ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ამ დროს რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ღრმად ჩაისუნთქო და სუნთქვა შეიკრა მანამდე, სადამდეც ამას შეძლებ. სწორედ ეს შეგახსენებს, რომ ცხოვრება აზრის მქონეა, რომ ის იმსახურებს ბრძოლასა და ცდას, რომ შენ შეგიძლია გააკეთო შენი მაქსიმუმი და რომ ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი“.

თარგმანი: ნინი ტაველიძე

წყარო :thinkinghumanity.com





კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100