სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა საქართველოს ვიზების გაცემა საერთოდ შეაჩერა

რუსეთში საქართველოს ვიზების გაცემა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს და მიზეზად შვეიცარიის საელჩოში საქართველოს საკონსულო სამსახურის სექციის მუშაობის შეჩერებას ასახელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს სექციის შენობის შესასვლელ კარზე გაკეთებულია წარწერა: “რუსეთის მხარის მიერ შექმნილი ბარიერების გამო საქართველოს ინტერესების სექციის მუშაობა დროებით შეწყვეტილია”.

სააგენტოს კორესპონდენტმა დაადგინა, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს სექციას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

კითხვაზე, რა გახდა ამის მიზეზი, ქართველმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის უნდა ეკითხა.

ჟურნალისტმა ასევე ვერ დაადგინა, რამდენი ხნით შეაჩერა საკონსულომ მუშაობა.

საქართველოში გამგზავრების მსურველები ვიზებს საქართველოს ქალაქების აეროპორტებში, აგრეთვე ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ ვრცელი ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხ „პირველ კავკასიურს“. ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი რუსულ–ქართული ურთიერთობების დაძაბვაში საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალად და განაგრძობდა მისივე გონებაში არსებული ვირტუალური რეალობის თავს მოხვევას. ვიზების გაცემის შეწყვეტა მოსკოვში მაშინ, როდესაც რუსეთის მოსახლეობაში ძალიან მაღალია მოთხოვნა მიმდინარე საკურორტო სეზონზე საქართველოში გამგზავრებაზე, არის ის ნათელი პასუხი ბატონი მედვედევისგან, რის დამალვასაც ის თავის ინტერვიუში ცდილობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100