10 რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ბიჭთან მესიჯობისას
ფლირტი მესიჯებით, თანამედროვე სამყაროში იმდენად გავრცელებულია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები ყველა გოგონას გამოადგება.
არ არის აუცილებელი მესიჯის ზედმეტად გაფორმება სმაილებით, სხვადასხვა სიმბოლოებითა და მსგავსი მეთოდებით. სიმარტივე ბევრად უფრო კომფორტულია ბიჭისთვის.
ნუ დაიწყებთ მისი ყოველი სიტყვის გაანალიზებას, ის არ ფიქრობს მესიჯის ტექსტზე იმდენს რამდენსაც თქვენ.
ზოგჯერ საუკეთესო მესიჯების ავტორები ყველაზე ცუდი ბოიფრენდები არიან და პირიქითაც, ამიტომ ნუ განსჯით ბიჭს იმის მიხედვით თუ როგორ სმს-ებს წერს.
ნუ ინერვიულებთ თუ მესიჯებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით გპასუხობთ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ მოსწონხართ. პირიქით დააფასეთ ის ფაქტი, რომ თქვენი რჩეული ბიჭი გამუდმებით არ მიშტერებია თავის მობილურ ტელეფონს.
თუ პირველი პაემანის შემდეგ ის ბევრ მესიჯს გწერთ, ნუ მიიღებთ ამას ისე თოთქოს თავს გაბეზრებდეთ. თუ პაემანმა კარგად ჩაიარა მან აუცილებლად უნდა მოგწეროს მესიჯი, რადგან კარგი პაემნის შემდეგ წესით მას შენთან საუბარი უნდა მოუნდეს.
თუ პირველი პაემნის შემდეგ მესიჯი აგვიანებს, შენ თავად შეგიძლია მისწერო პირველმა. თუ ერთმანეთი ორივეს ძალიან მოგწონთ მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გზავნის პირველ მესიჯს.
ნუ ჩავარდებით პანიკაში თუ ის ბევრს არ გემესიჯებათ, შესაძლოა მას რეალური ურთიერთობები უფრო მოსწონს ვიდრე ვირტუალური.
არასოდეს არ იჩხუბო ან იკამათო მასთან სმს-ებით. ასეთ დროს ქალურ იარაღებს, მიმიკებსა და ცრემლებს ვერ გამოიყენებ და გამარჯვების შანსები ცოტაა.
თამაში სახელად „ცოტას მოვიცდი და მერე მივწერ პასუხს“ დროის კარგვაა და სხვა არაფერი.
ის უეჭველად იღებს შენს მესიჯებს და ნუ იქნები ის ადამიანი ვინც საკუთარ მესიჯებს თან მიჰყვება.
(სტატია მომზადებულია კოსმოპოლიტანის მასალების მიხედვით)
კომენტარი