„მარნეული აგროსა“ და „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
„მარნეული აგრომ“ 2014 წლის სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. პირველ ეტაპზე კომპანიას კიტრისა და პომიდვრის ჩითილები გამოჰყავს. ამისათვის შერჩეულია სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი ჯიშები „ჩითილების გამოყვანა სპეციალურ იტალიურ დანადგარში ხდება, სადაც კიტრისა და პომიდვრის თესლს თავდაპირველად კასეტებში რგავენ. კასეტები სამი დღის განმავლობაში თავსდება გასაღვივებელ ოთახში ე.წ. „germination room”. გასაღვივებელ ოთახში მუდმივად კონტროლდება ტენიანობა და ტემპერატურა, გაღვივებული კასეტები გადადის სათბურებში, სადაც შესაბამისი მოვლის შემდეგ მიიღება ჩითილები. გამოყვანილი ჩითილები კი საბოლოოდ ღია გრუნტზე გადაირგვება, სადაც სამუშაო პროცესს გერმანელი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ” - განმარტავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი. “მარნეულის სასურსათო ქარხანა” წარმოების მოცულობების გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, გაიზარდა დამუშავებული ფართობის რაოდენობაც. მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეისყიდა დამატებითი ტრაქტორები და კიტრის საკრეფები. ახალი ინვესტიცია გაამარტივებს ნედლეულის მიწოდების პროცესს მინდვრიდან ქარხნამდე, რაც თავის მხრივ გაზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს. კიტრის პირველ მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანა მაისის შუა რიცხვებიდან ელოდება. ქართველ მომხმარებელს კი საშუალება ექნება ჩვენს მიწებზე მოყვანილი კიტრი 200 მლ - 18 კგ შეფუთვებში შეიძინოს. რაც შეეხება პომიდვრის მიღებას, პომიდვრის გადამუშავება ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ქარხანას ნედლეულით საკუთარი მეურნეობა „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ. პროდუქციის მიღების შემდეგ, პომდვრის გადამუშავება Fenco-ს იტალიური დანადგარით ხდება, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 500 ტონას აღწევს. ავტომატიზირებული საწარმოო პროცესი პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულად უზრუნველყოფს. „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
კომენტარი