19 წლის კახელი ბიჭი გერმანიაში გათხოვდა
ინტერნეტგამოცემა qiziyi.ge სკანდალურ სტატიას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ. სტატიის ავტორი გახლავთ შორენა ბერიძე.
გიორგი ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა ბიძაშვილმა ბიჭმა აუხსნა, რომ სექსი კარგი რამეა და აუცილებლად უნდა გაესინჯა. ამბობს, რომ შეეშინდა, თუმცა ბიძაშვილი უყვარდა და დაიჯერა, რომ ყველა ასე იქცეოდა.
ძალზე უცნაურ და შემაძრწუნებელ ცხოვრებაზე თამამად გვიყვება, თუმცა სოფლის, გვარის და სხვა წვრილმანების დასახელების ერიდება. ჩვენი საუბარი ინტერნეტით შედგა.
პირველი სექსიც 9 წლის ასაკში ჰქონდა. სოფელში, ბიცოლას სახლში. სწორედ მაშინ, როცა მთელი ნათესაობა შეკრეფილიყო და დღესასწაულს ზეიმობდნენ. 9 წლის გიორგი და 13 წლის დათო ამ დროს აბაზანაში გაიპარნენ. ახსოვს, რომ ეტკინა, თუმცა უფროსი ბიძაშვილი არწმუნებდა ყველა ასე აკეთებს და მოგეწონებაო. მათი ურთიერთობა წლები გაგრძელდა. ნელ-ნელა მიხვდა, რომ დათო უკვე სხვანაირად უყვარდა. როცა ვერ ხედავდა ენატრებოდა. სიყვარულის არაფერი ესმოდა, მაგრამ მალე აღმოაჩინა რომ ბიძაშვილი მამაკაცურად უყვარდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სექსუალურ გადახრებზე ბევრი სმენია, მაგრამ ფიქრობს, რომ ქიზიყი თავისებური კუთხეა და ყველაფერს რთულად აღიქვამენ. ყველაფრის შეცვლა დააპირა მაგრამ…
ასე თითქმის 6 წელი გაგრძელდა. გიორგი მიხვდა, რომ გოგონები არ აინტერესებდა და მხოლოდ დათოზე ფიქრობდა. ბიცოლასაც ადანაშაულებს. ამბობს, რომ როცა მათთან სტუმრად მიდიოდა საწოლს სწორედ დათოს ოთახში უშლიდნენ, მის გვერდით აწვენდნენ და რომც არ სდომებოდა დათო სექსს მაინც აიძულებდა-ხოლმე. უკვე ჭკვაში ჩავარდნილს თავისი საქციელი ,,უტყდებოდა, გამოსწორება და აღსარების თქმაც ბევრჯერ დააპირა, მაგრამ ამბობს, რომ დათო მოსვენებას არ აძლევდა. სხვა გზა არ იყო, დასაძინებლად ადგილს ყოველთვის დათოს ოთახში მიუჩენდნენ ხოლმე და მაინც იძულებული ხდებოდა მასთან სექსი დაემყარებინა.
15 წლის რომ გახდა ყველაფერი მობეზრდა, თავს დამცირებულად მიიჩნევდა და სიცოცხლე აღარ უნდოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ დაფიქრდა. ამ ასაკში ყველაფერი რეალურად გაიაზრა, თუმცა შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა მომხდარს რეალურად ვერ აფასებდა. დაშორდა და დათოს მკაცრად აუხსნა, ამ თემაზე აღარასოდეს ელაპარაკათ… თუმცა. მათთან დაბადების დღეზე მორიგი სტუმრობისას დალიეს, შეაგვიანდა, სახლში ვეღარ დაბრუნდა და ბიცოლამ უნებლიედ კვლავაც დათოს გვერდით დააწვინა. ნასვამ დათოს ვერაფრით აჩერებდა და… ისევ იძულებითი სექსი.
ამასობაში დათოც 19 წლის გახდა და გიოსთან სექსი მასაც უტყდებოდა. გიორგი მიიჩნევს, რომ დათომ სხვა მუდმივი პარტნიორი გაიცნო და სწორედ ამიტომ დათანხმდა დაშორებაზე. ბოლო საუბრის შემდეგ ბიძაშვილებს წარსულზე დღემდე აღარ უსაუბრიათ და ყველგან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა.
დაშორების შემდეგ თითქოს თავისუფლება იგრძნო, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ რაღაც აკლდა და იძულებით გამრუდებული ცხოვრება მისთვის ცხოვრების წესად გადაიქცა. მიხვდა, რომ მამაკაცის სითბო კვლავაც სჭირდებოდა. კახეთში და მითუმეტეს ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო.
დათოს დაშორებიდან 3 წელზე მეტი გავიდა, კახეთში ვერაფერს ბედავდა, მარტოობა უჭირდა. გერმანიაში წავიდა, ოჯახს და ახლობლებს დღემდე ჰგონიათ, რომ მუშაობს, რეალურად კი უცხო ქვეყანაში დამკვიდრება არც ასე ადვილი აღმოჩნდა. საკმაოდ ლამაზი გარეგნობით გამოირჩევა, თავიდან გიორგი ,,გეი-ბიჭი გამოძახებით მუშაობდა. ანაზღაურება რომ მაღალი ყოფილიყო ყველაზე მიუღებელი ნაბიჯი გადადგა და მხოლოდ მოხუც მამაკაცებს ემსახურებოდა, ძირითადად ფულიან და გავლენიან ბიძაკაცებს. ამბობს, რომ ხშირად ზედმეტსაც სჩუქნიდნენ და დიდ ქალაქში თავის რჩენას ასე ახერხებდა. შიშობდა, კვლავ
სოფელში დაბრუნების აუცილებლობა არ დამდგარიყო და ყველა სიძნელეს უმკლავდებოდა. დღესაც ვერ ხვდება, მოხუცებთან წოლას როგორ თანხმდებოდა, მაგრამ ამბობს, რომ გაჭირვება ყველაფერს გაკადრებინებს. ნელ-ნელა ენაც აითვისა, ახალი პარტნიორების მოძებნა აღარ უჭირდა. აღარც იმ ორგანიზაციაში მუშაობა იყო საჭირო და თავი კარგად რომ დაიმკვიდრა და ქალაქიც შეისწავლა ,,გამოძახებით სიარულს შეეშვა. მერე შემთხვევით გურჯაანელი ბიჭი გაიცნო, რომელმაც ღამის კლუბებში წაიყვანა. ნახა როგორ ცეკვავდნენ შიშველი ბიჭები სცენაზე და ასობით ბიჭი ჟრიამულით როგორ ხვდებოდა. მას შემდეგ კლიენტებს კლუბებში პოულობს. იქაური თავისუფალი ცხოვრების სტილი ძალიან მოსწონს. ამბობს, რომ ისეთ გარემოში მოხვდა, რაზეც ოცნებობდა. საღამოს კლუბებში მიდის, ჯდება, სასმელს წრუპავს და დაინტერესებული კლიენტი მასთან თავისით მიდის და პირობებზე თანხმდებიან. საარსებო თანხა ყოველთვის აქვს, ბინის ქირასაც იხდის, კარგად იცვამს და გართობასაც ახერხებს.
უკვე რამდენიმე თვეა გიორგი ასაკით ძალიან უფროს კაცზე დაქორწინდა. ამბობს, რომ ის არ მოსწონს, თუმცა ქორწინების შედეგად მოქალაქეობა მიიღო და ასე აღარც ბინის ქირა ეხარჯება. მეუღლე ერთგულებას სთხოვს და სხვებთან გართობას უკრძალავს, თუმცა გიორგი ამბობს, რომ ვინც მოეწონება მათთან დაწოლას მაინც ახერხებს. მშობლებს ჰგონიათ, რომ მუშაობს… მათი ვაჟი რომ გათხოვილია და სამშობლოში ამ მიზეზით არ ბრუნდება, ამის შესახებ არაფერი იციან…
კახეთში დაბრუნება არ უნდა, ამიტომ იძულებულია დათმობებზე წავიდეს. ახლა ცდილობს საცხოვრებლად ისეთთან გადავიდეს, ვინც მოეწონება. ჯერ სასურველი ვერ იპოვა, თუმცა ამბობს, რომ არჩევანი დიდია და არც ეს გაჭირდება.
თავის საქციელს არასოდეს უფიქრდება. ამბობს, რომ ჩაღრმავებას არ ცდილობს, თორემ მაშინვე დეპრესია ეწყება. ცდილობს ცუდზე არ იფიქროს. ხშირად სდომებია ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა ამბობს, რომ ამ გზაზე იძულებით დადგა და ცხოვრების ამგვარი წესი თავად არ აურჩევია. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ფოტოს გამოჩენასა და ვინაობის დაკონკრეტებისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა თვლის, რომ ასე საქართველოშიც ბევრი ცხოვრობს და მალე მოსახლეობის დონე ისე ამაღლდება – დასამალი აღარაფერი იქნება და ასეთი ახალგაზრდებიც თავშესაფრად უცხო ქვეყნებს აღარ აირჩევენ. თავს ავადმყოფად არ თვლის, არც ასეთ ბიჭებს მიიჩნევს სხვანაირად და არ ფიქრობს რომ ეს უჩვეულო სფეროა. უხარია, რომ ქართველების 70(-ს ასეთი ადამიანების არსებობა აღარ აკვირვებთ და ამბობს, რომ სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებსაც თავისი უფლებები აქვთ და არავის აქვს მათი განკითხის უფლება. მისი აზრით, პირადი ცხოვრება ყველამ თავისი სურვილისამებრ უნდა მოიწყოს.
საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს. ბოლოს კახეთის მშობლიურ სოფელში ორიოდ თვის წინ ზაფხულში ჩამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ 1 კვირაზე მეტი ვერ გაძლო. თავისუფლებას სულ სხვა გემო აქვს…
კომენტარი