
ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უკვე საგარეო უწყებაშია. მას სავარაუდოდ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.
ელჩის ამ შეფასებამ "ოცნების" წევრები წყობიდან გამოიყვანა. ისინი დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა.
ივანიშვილზე ელჩმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ისაუბრა, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ წერს.
კომენტარი