სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 502 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ასაკი 62-დან 78 წლამდეა. უწყების ცნობით, ხუთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სამი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი კი ბათუმის საერთშორისო ჰოსპიტალში.

დღეს საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 3,120 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 69 681-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა33 ადამიანი და სულ ვირუსის შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 599 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 2,358 პაციენტი და საერთო რაოდენობა 52 169-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100