სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე მივიღე რესტორანში მენეჯერად, სწორედ მაგ ქალბატონმა დამინგრია ოჯახი? - ლოლა წერეთელი ალაპარაკდა

მომღერალი ლოლა წერეთელი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

იგი ჟურნალ "სარკესთან" პირად ცხოვრებასა და გიორგი წერეთელთან დაშორების შესახებ საუბრობს.

თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მომღერალმა, გიორგი წერეთელმა, საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული გააცნო. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?

- ჩვენი განქორწინების და ოჯახის დანგრევის მიზეზი ზუსტად ის ქალბატონი იყო. მე ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობდი, მაგრამ, რადგან საზოგადოებაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მათ ერთმანეთი ჩვენი განქორწინების შემდეგ გაიცნეს, ეს არის ტყუილი. ჩვენი ცოლქმრული ცხოვრების დროს მოხდა მათი გაცნობა და დაახლოება.

- ანუ თქვენც იცნობდით?
- კი, ვიცნობდი. ჩვენს რესტორანში მე მივიღე მენეჯერად… ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ… მე სულმდაბალი ადამიანი არ ვარ და ვერ გეტყვით, ზოგადად ადამიანები ცუდად რატომ იქცევიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100