გამოცხადებულ კარანტინის რეჟიმში, საღამოს 21:00 საათის შემდეგ მხოლოდ სააფთიაქო ქსელები იმუშავებენ
ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კარანტინის რეჟიმში, საღამოს 21:00 საათის შემდეგ მხოლოდ სააფთიაქო ქსელები იმუშავებენ.
"საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21 საათიდან 06:00 საათამდე მხოლოდ სააფთიაქო ქსელებს შეეძლებათ მუშაობა, სხვა ყველა დაწესებულება იქნება დაკეტილი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის ვადით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი