"ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გამარჯვებულ პარტიას თავისივე ამომრჩეველმა მოსთხოვოს პასუხი ყველანაირ მავნებლობაზე .... მაგრამ ვერ მოსთხოვთ და იცით რატომ?"- აი, რას წერს ზურა სალუქვაძე
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ასეთ სტატუსს აქვეყნებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პოეტი ზურა სალუქვაძე:
"ნაცებმა აიღეს 40%...
ანუ რას ნიშნავს ეს ?
სალომეს ამომრჩეველის სავარაუდოდ 50% იყო ის ხალხი ვინც მხოლოდ იმიტომ მისცა ხმა მას რომ “ლიჟბი ნაცები არა” და დალშე რა ანტიეროვნულები, კორუმპირებულები, მომპარავები და არაფრისმაქნისებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ქოცები, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...
შეგახსენებთ რომ პირველ ტურამდე ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში, მარტო რ2 უნდა გამოგვერთო და დავმტკბარიყავით აშენებული, დალაგებული და მდიდარი ქვეყნით, მაგრამ როგორც კი ნაცებმა შედეგი დადეს პირველ ტურში, იძულებული გახდა შ.პ.ს. საქათმელოს მფლობელი რომ ეღიარებინა პრობლემები.. ანუ როცა ნაცი მოადგა ტრაკთან, მხოლოდ ამის მერე გაახსენდა ხალხი და სიმართლე.
გავაგრძელოთ....
მეორე ტურში ყველას დაავიწყდა პრობლემები (ეს ლაითად რომ დავარქვათ სახელი ამათ მავნებლობას) და მთავარი ისევ გახდა ლოზუნგი “ლიჟბი ნაცები არა” და როგორც 600 000 მოქალაქეს ჩამოეწერა ვალები, ისე ჩამოეწერა ქოცს ყველა ცოდვა რაც 6 წლის მანძილზე დააგროვა ან დაიგროვა ჯიბეში...
2020-ში ნაცების ამომრჩევლები არსად არ აპირებენ წასვლას, ისევ 40% იქნებიან... და ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს 40%, ლეგიტიმურად წარადგენს პარლამენტში, პარლამენტის 40% ნაც პარლამენტარს... ანუ არც ის ნაცები რომლებიც “ლიჟბი რომ არ უნდა იყვნენ” არსად არ აპირებენ წასვლას.
დალშე ანალიზი თქვენ გააკეთეთ თუ რატომ შეტენა საქართველოს კოჰაბიტაცია ბატონმა (აგერ კი გამოადგა გადამწყვეტ მომენტში ნაცების არსებობა) და რამდენ რამეს გაგაპრავებინებთ კიდევ მომავალში ისევ ნაცების არსებობით... ვისაც, როგორც ნახეთ 40% უჭერს მხარს
ერთადერთი გამოსავალი არის რომ გამარჯვებულ პარტიას თავისივე ამომრჩეველმა მოსთხოვოს პასუხი ყველანაირ მავნებლობაზე .... მაგრამ ვერ მოსთხოვთ და იცით რატომ? იმიტომ რომ შენ არა გაქვს არჩევანი, შენ ქოცი მხოლოდ ორ იძულებით არჩევანს გაძლევს: ან ”ჯალათი ნაცი” უნდა აირჩიო და ან “სულის ამომხდელი ქოცი” ...
და რადგან “ლიჟბი ნაცი არა”, გრჩება მხოლოდ ქოცი რომელსაც ხახვივით შერჩება ყველა ჩადენილი ცოდვა და ყველა მოპარული თეთრი".- წერს ზურა სალუქვაძე.
კომენტარი