ეს კადრები არასოდეს გინახავთ - პერლ ჰარბორის დაბომბვის ამსახველი ისტორიული ვიდეო მასალა
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მოკავშირე იაპონიამ 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორი დაბომბა. ყველაფერი კი 1930-ან წლებში დაიწყო. ამერიკას აღიზიანებდა მჩაგვრელი და სასტიკი პოლიტიკა ჩინეთის პროვინციის მიმართ, რომელიც იაპონიამ 1931 წელს დაიპყრო. ამას გარდა, აშშ-სთვის მიუღებელი იყო იაპონიისა და ნაცისტური გერმანიის ალიანსი, რომელიც 1940 წელს შედგა. ამ მიზეზების გამო ამერიკამ ნავთობისა და ნედლეულის მიწოდება შეუწყვიტა იაპონიას, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამის საპასუხოდ იაპონიამ იერიშის მიტანა განიზრახა. ამერიკაზე თავდასხმის გეგმა 1941 წლის ოქტომბერში შემუშავდა იაპონიის პლოტის მთავარსარდლის, ისოროკუ იამამოტოს მიერ, რომელმაც გენერალურ შტაბს მოულოდნელი შეტევისკენ მზადყოფნა უბრძანა. ნოემბრის ბოლოს იაპონიის ავიამზიდებმა, სამხედრო ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავა. 7 დეკემბერს, დილის 8 საათზე კი ბომბდამშენებმა პირველი იერიში მიიტანეს პერლ ჰარბორზე. თავდასხმა თითქმის 2 საათს გრძელდებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტ რუზველტისა და კონგრესის გადაწყვეტილებით, ამერიკამ იაპონიასთან ომი გამოაცხადა. გერმანია კი, როგორც მოკავშირე, იძულებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაპირისპირებოდა. მას შემდეგ ზუსტად 75 წელი გავიდა. ამერიკის ნაციონალურმა არქივმა კი პერლ ჰარბორზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც ამ დაბომბვის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
კომენტარი