სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუპი კერი ინდურად

მასალა:

400 გრამი ცხვრის ხორცი

1 თავი ხახვი

1 კონა სუპის მწვანილი

1 სუფრის კოვზი ცხიმი

1 ლიტრი წყალი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

1 სავსე ჩაის კოვზი "კერის" ფხვნილი (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)

მარილი

ლიმონის წვენი

1-2 სუფრის კოვზი არაჟანი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვხრაკოთ ცხიმში. დავამატოთ ფხვნილი "კერი" და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. სუპის მწვანილი წვრილად დავჭრათ, ხორცი კი პირიქით, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და შევბრაწოთ ტაფაზე, თან დავამატოთ დაფნის ფოთოლი და მარილი. პროდუქტები გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავამატოთ წყალი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. როდესაც ბულიონი ნახევრად ამოშრება გავწუროთ საწურში, დავამატოთ ლიმონის წვენი და არაჟანი და კვლავ ჩავდოთ მასში ხორცი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100