სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხულოში დაკარგული 16 წლის გოგონა სახლის სარდაფში იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ორი დღის წინ გაუჩინარებული 16 წლის გოგონა დღეს, საკუთარი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს.
როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, სამაშველო სამსახურის მოთხოვნით, დღეს დილით სახლის დათვალიერება მოხდა, რა დროსაც 16 წლის გოგონა სარდაფში დაუძლურებულ მდგომარეობაში იპოვეს.
"სამძებრო სამუშაოები ჩავატარეთ სოფლის მიდამოებში, ასევე, მეზობელ სოფლებში, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. დღეს დილით, ჩვენი მაშველების მოთხოვნა იყო სახლის დათვალიერება, რა დროსაც გოგონა სარდაფში დაუძლურებულ მდგომარეობაში აღმოვაჩინეთ. ველოდებით სასწრაფოს, რომ დახმარება აღმოუჩინონ ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ქედელიძეების ოჯახს მოზარდი 13 აპრილის 16:00 საათის შემდეგ ნანახი არ ჰყავდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამაშველო სამსახური გუშინ გამოიძახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100