სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიყვარულს ვერ დაამარცხებ" - 1-8 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული გაიმართება

"სიყვარულს ვერ დაამარცხებ" - თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება!

ორგანიზაციის განცხადებით, პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა და პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას.

წელს, თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100