ნამდვილი ბოსის წესები
1. ბოსი ყოველთვის მართალია.
2. ბოსს არ სძინავს, იგი ისვენებს.
3. ბოსი არასდროს იგვიანებს, იგი ყოვნდება.
4. ბოსი არასდროს ტოვებს სამუშაოს; უბრალოდ, მისი ყურადღება საჭიროა სხვა ადგილას.
5. ბოსი სამუშაო დროს გაზეთს კი არ კითხულობს, არამედ აგროვებს საჭირო ინფორმაციას.
6. ბოსი არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას „თავისუფლად“ მოეპყრას მდივანს; ის მას მხოლოდ აღმზრდელობით სამუშაოებს უტარებს.
7. ბოსი ყოველთვის რჩება ბოსად; მაშინაც კი, როცა მას საცურაო ტრუსების მეტი არაფერი აცვია.
8. თუ ვინმე შედის ბოსის კაბინეტში საკუთარი იდეებით, ის იქიდან ბოსის იდეებით უნდა გამოვიდეს.
9. თუ თქვენ წაიკითხეთ ეს წესები და ვერ მიხვდით მის აზრს, ნუ იდარდებთ, უბრალოდ დაუბრუნდით წესს N 1
კომენტარი