ასე განუმარტა ნოე სულაბერიძემ უკმაყოფილო საზოგადოებას ორი ვარსკვლავის არსი
ტელეიმედის პროექტმა ორი ვარსკვლავი დღეს თინა მახარაძეც კი დაჩრდილა და ჭორაობის მოყვარული ქართველების მთავარი თემა გახდა. ტელეშოუმ საზოგადოების დიდი ნაწილისგან ანტიპატია დაიმსახურა და შესაბამისად არც კრიტიკა დაიშურეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღის ბოლოს ვრცელი განცხადება გააკეთა ორი ვარსკვლავის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.
„პროლოგი (ცოტა ცისფერი მთებივითაა):
სტატუსი ყველას არ ეხება!! (ანუ გამგები გაიგებს)
კიდევ ერთხელ მათთვის ვინც ვერ გაიგო: პროექტი (და ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს არის მხოლოდ შოუ) მოიაზრებს ზუსტად იმას რომ მონაწილეს კარგი სმენა საერთოდ არაა აუცილებელი რო ჰქონდეს...
მათ ვინც დრო იხელთეთ და საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით დებთ იაფფასიანი ირონიით გაჯერებულ სტატუსებს ან აქტიურად აშეარებთ ,,სმენაზე და ხმაზე" ორიენტირებულ ვიდეობს გირჩევთ ან შეცვალოთ ორიენტირი და ეგ თქვენი კომპეტენტური შეფასება გამოიყენოთ, რაიმე საოპერო, ან საესტრადო პროფესიონალურ კონკურსებზე, რომელთა შესახებაც დარწმუნებული ვარ ძალიან დეტალურად გაგეგებათ ))
და კიდევ: ნაწილი თქვენგანის კრიტიკა ნამდვილად მისაღებია, მარა ნუ აი ზოგიერთი გაურკვეველი backround-ის მქონე პირისგან მართლა მეცინება სხვის თვალში გამოჩენაზე ორიენტირებულ პსევდოპატრიოტულ სტატუსებზე... აი მაგაში მართლა დაგვეწიეთ...ან უბრალოდ საქმეს მიხედეთ ))
p.s. და საერთოდ: ან გაერთეთ ან გადართეთ ))“ - წერს სულაბერიძე
კომენტარი