სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანაიას მკვლელი ამინისტირებული პატიმრების სიაში მოხვდა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას, მეტსახელად "გრეცკოს" ამნისტია შეეხო და საპყრობილე დატოვა. ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროც ადასტურებს

გრიგოლ ხურცილავამ საპატიმრო დეკემბერში დატოვა. მას წელიწადი და რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, ის ამნიისტიის შედეგად საპატიმროდან გათავისუფლდა.

სამართალდამცველებმა გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 2003 წლის 9 ივლისს, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100