"ლონდონიდან დასკვნა მივიღეთ მაიას ფილტვში ახალი წარმონაქმნის შესახებ" - ვახტანგ რჩეულიშვილი
ვახტანგ რცეულიშვილი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"ორღობის" სამართალი
ლონდონიდან დასკვნა მივიღეთ, სადაც დადასტურებულია ქართველი ექიმების დიაგნოზი მაიას ფილტვში ახალი წარმონაქმნის შესახებ. გადაწყვეტილება ოპერაციაზე მალე უნდა მივიღოთ. საკითხი ასე დგას- ხელისუფლება ან მაიას ციხეშივე მოკლავს, ან აღიარებს რომ თავად არის დამნაშავე მის გაძარცვაში და ცრუ ბრალდებით უკანონო დაპატიმრებაში.
ბოდიშს ვიხდი ხელისუფლების სამივე შტოში მომუშავე პატიოსანი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი წინ ვერ აღუდგნენ ჩვენი ოჯახის წამებას. ამიტომაც თუმცა მოძალადეები და დამნაშავეები ცხადია მხოლოდ რამოდენიმე პროკურორი , მოსამართლე და მინისტრია,ანუ კორუფციაში ჩაბმული ჩინოვნიკები და მათი დაკვეთის შემსრულებლები არიან, დრო აღარ მაქვს მათი გამიჯვნისა და ყველას ერთიანად დამნაშავე ხელისუფლებად მოვიხსენიებ. მითუმეტეს, რომ პროკურატურა 4 წლის განმავლობაში ჩქმალავს და არ იძიებს მათ დანაშაულს.
უწინარესა ეს არის თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდი, ბათუმის მერია და "ცენტრ-პოინტის" ქონების მისათვისებლად მათი დავალებით შექმნილი და მოქმედი შპს "დექსუსი". ბათუმის მერს უკვე მაიას დაპატიმრების შემდეგ შეუჩერებია "თეთრი მაგნოლიის " პროექტის კორექტირებული პროექტის დამტკიცება,რის გარეშეც შეუძლებელი კომპლექსის ექსპლუატაციაშუი მიღება. მერიამ 1000 მ2 კომერციული ფართი დააყადაღა "თეთრ მაგნოლიაში" , რომლის ღირებულება სრულიად საკმარისია შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად. ამდენივე აქვს მითვისებული "დექსუსს" ბენების სახით. თუმცა მაიას მოსამართლე თავისი უკანონო გადაწყვეტილებებს სწორედ კომპლექსის ექსპლუატაციაში ჩაუბარებლობით ამართლებს.
მოტყუებული ისევ ცენტრ-პოინტის კლიენტები რჩებიან, მაია კი უნდა დაიღუპოს ამ ნაძირალა ჩინოვნიკების გამო. რომლებმაც მილიონობით ქონება მიიტაცეს. 10 მილიონი დოლარი მაიას კი არ მიუთვისებია ბათუმის კომპლექსიდან, არამედ თავად ბათუმის მერიამ აზარალა ობიექტი და სწორედ ის უნდა აგებდეს პასუხს ამისათვის. ამას ქვია "ორღობის სამართალი", როდესაც პროკურორს და მოსამართლეს თავი მთავრობისა და არა ხალხის სამსახურში ჰგონიათ. ცნობისათვის ბათუმის მერი ჩემს კითხვებზე საპასუხოდ არ მიღებს ისევე, როგორც თბილისი მერი, პრემიერი და სხვა მინისტრები. რისი უფლებაც კანონით არც ერთს არა აქვს ბოლოს და ბოლოს სანამ ისინი საკუთარ კარიერაზე ზრუნევდნენ, მე, მაია და გუკა საქართველოს გადარჩენისათვის ვიბრძოდით და სიცოცხლეს ვწირავდით.
ესაა სწორედ "ორღობის", ანუ პროვინციული შერჩევითი სამართალი", - წერს ვახტანგ რჩეულიშილი.
კომენტარი