ურეკში, ზღვაში, 68 წლის კაცი გარდაიცვალა
12 აგვისტოს, დილით, ურეკში, ზღვაში 68 წლის კაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს. როგორც თვითმხილველებმა გამოცემას უთხრეს, გარდაცვლილი წყლიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათივე თქმით, კაცის გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა არ არის და სავარაუდოდ, მას გული გაუსკდა. გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის. ის საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან ჩასული დამსვენებელია.
კომენტარი