Human Rights Watch: ის, რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება
ქართული ოცნების მიერ შევარდნაძისდროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ქუთაისში მაჟორიტარობის წარდგენამ, საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის კრიმინალური წარსული გაახსენა. ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენლის ეს განცხადება კი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი მინისტრი იყო კობა ნარჩემაშვილი და როგორ აფასებდნენ მის საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები...
„ის, რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება“, - სწორედ ასე აფასებდა 2002 წელს, შს მაშინდელი მინისტრის ინიციატივას ჰუმან რაითს ვოჩის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი, ელიზაბეტ ანდერსენი.
მაშინ, კობა ნარჩემაშვილი ითხოვდა, პოლიციას უფლება ჰქონოდა ევჭვმიტანილი დაკავებული ჰყოლოდა 12 საათზე მეტ ხანს, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გარე სამყაროსთან.
მინისტრი, საწინააღმდეგო პოზიციას პოლიციისადმი ხელების შებოჭვად ასაღებდა, რის გამოც ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები ნარჩემაშვილს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მაგალითად: ელიზაბეტ ანდერსენის აცხადებდა, რომ კობა ნარჩემაშვილი ეჭინააღმდეგება საქართველოს პატიმრების უფლებების დაცვის გარანტიის გამყარებას.
კომენტარი