სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არაფერი გამომიღია, მაბრალებენ" - კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ მას საყრდენი კედელი არ დაუნგრევია.

"არაფერი გამომიღია, მაბრალებენ..." - თქვა ბრალდებულმა.

აღნიშნული კომენტარი მან მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100