სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუცუბიძეზე სახანძრო მაღალი ფასების გამო გამოიძახეს

უცნობმა პირმა მაღაზიაში მაღალი ფასების გამო, ნუცუბიძის ქუჩაზე სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოდან აცნობეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უცნობმა პირმა აღნიშნულ სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ მაღაზიას ცეცხლი ეკიდა. შეტყობინება ხუმრობა აღმოჩნდა. ადგილზე გასულ სახანძრო ბრიგადებს ხანძარი არ დახვდათ.

"მაღაზიაში ფასებს ცეცხლი უკიდია", - უთხრეს ადგილზე მისულ მეხანძრეებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100