სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე მახსოვს შევარდნაძე სოხუმის დაკარგვის შემდეგ სიკვდილს, რომ ნატრობდა

ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ და საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მესამე ვინ ოიქნება, ანუ третьим будушь?

უკრაინის მოვლენები ძალიან მეხმარებიან საქართველოს პოლიტიკური მოვლენების გაანალიზებაში. სამწუხაროდ სააკაშვილი და პუტინი რაღაცაში-კერძოდ რადიკალიზმში-გვანან ერთმანეთს. მიზნები ყველა პრეზიდენტს ერთნაირი აქვს- მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ რომელიმე პრეზიდენტს თავისი ქვეყნის დაღუპვა და წარუმეტებლობა უნდოდეს მისი მმართველობის ქვეშ- ძირითადად ისინი თანამდებობის დაკარგვის შემდეგ გაბოროტებულები იქცევიან მოღალატეებად -როგორც იანუკევიჩი.

მე მახსოვს შევარდნაძე სოხუმის დაკარგვის შემდეგ სიკვდილს, რომ ნატრობდა. მჯერა, რომ მიშა სააკაშვილიც არასოდეს იქცევა იანუკოვიჩად. მაგრამ მისმა და მისი გუნდის რადიკალიზმმა ცუდი საქმე გაუკეთა საქართველოს. მხედველობაში მაქვს ცხინვალის ომი, რომელსზეც როგორც ჩანს სააკაშვილი კეზერაშვილმა და სავარაუდოდ უგულავამ (სულ იქ იყო მთავარსარდალივით და თან კეზერაშვილის გუნდში მოიაზრებოდა) დაიყოლიეს.

ცხადია, რომ აგრესიაში და ომში დამნაშავე ისევე როგორც უკრაინაში რუსეთი იყო, სცენარი თითქმის მეორდება. მაგრამ ამ პროვოკაცოაზე წამოგება ძალიან გავს კგბ-ს და მოსადის ერთობლივი აქციის შედეგს. ამაზე ომის დამთავრების შემდეგ ისრაელის მხრიდან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში საქართველოსთან ყოველივე კავშირების გაწყვეტაც მიანიშნებს. თუმცა მანამდე ისრაელი იარაღსაც გვაწოდებდა და ინსტრუქტორებსაც გვიგზავნიდა.

ჩვენ კი მაინც ომში ჩავებით. ამის საპირისპიროდ უკრაინამ ყირიმის ოკუპაციის დროს თავი შეიკავა რუსეთთან ომისაგან, დროებით დათმო ტერიტორია, ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ევროკავშირს გადააბარა თავისი უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამას ვგულისხმობ, სააკაშვილს და პუტინს რომ ვადარებ- ორივე ისე იქცევა, ვითომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ არსებობს და ყველამ ეროვნული უსაფრთხოება თავად უნდა დაიცვას. ამაშია რადიკალიზმი. დღეს არავის უნდა ომი და ამით სარგებლობს რუსეთი, დაშანტაჯებული ყავს ევროპა.მაგრამ დედა აღარ ეყოლება მას შემდეგ, რაც ამერიკელები სლანცის გაზით ჩაანაცვლებენ ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტს . დასავლეთს არსად ეჩქარება-ჩვენ ვიკითხოთ.

ერთი სიტყვით, ომის გარეშეც შეიძლებოდა ნელ-ნელა ყველაფრის მოგვარება.მეორეს მხრივ, მიშას სასარგებლოდ მეტყველებს ომის შემდგომ შემოსული 4 მლრდ. აშენებული ქალაქები. ევროპული სტანდარტები, გარეგნულად მაინც. ამიტომ უჭერდა მას უამრავი ადამიანი მხარს. მეც მშენებლობის ფანი ვარ და როგორც ყველა კახელს, ევროპაშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს. საწინაამღდეგოდ კი - ელიტარული კორუფცია და უგულავას ნაირი პოლიტიკოსების გაძარცვული ქვეყანა, რაც საეჭვოდ ხდის ფულის ნაკადების მოძრაობას. ომზე კი ყველაფრის ჩამოწერაა შესაძლებელი. მითუმეტეს ასეთი გარემოცვის პირობებში. ერთი სიტყვით, ანალიზის გაკეთება ადვილია, ქვეყნის მართვა კი ურთულესი. ეს ჟვანიას ამბავიც რაღა არჩევნების წინ ამოტივტივდა? და თუ მეორე ძალად ნაცები ვერ გავლენ, მესამე ვინ იქნება? ვინ ჩაანაცვლებს მათ?“ - წერს რჩეულიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100