სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელიტ ელექტრონიქსი 20 წლისაა!

"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.

წელს კომპანია ოქროს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 20 მაისს „ელი ტელექტრონიქსი“ 20 წლის გახდა.

კომპანია საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 20 მაისს „ელი ტელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში იმოქმედებს წარმოუდგენელი აქცია, ყოველი მე-20 მომხმარებელი შენაძენს უფასოდ წაიღებს. ასევე დაბადების დღესთან დაკავშირებით თვის ბოლომდე მომხმარებელი მინიმუმ 20%იან ფასდაკლებას მიიღებს ექსკლუზიურ ბრენდებზე როგორიცაა: ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი! აღნიშნული აქცია ძალაშია 21 მაისიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, როგორც ნაღდი ანგარიშ სწორების ასასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.

მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელი ტელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. მათ შორისაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი რომელიც „ელი ტელექტრონქსში“ ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ასევე „ელიტ ელექტრონისქსი“ 2015 წელს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სამსუნგისა და ეფლის.

ჩატარებული კვლევების და გამოკითხვების საფუძველზე ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერად და 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებია ნპოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში.

დღეს კომპანია ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, „ელიტ ელექტრონიქსის“მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

როგორც იცით კომპანიამ 1996 წელს პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოცი წლის შემდეგ „ელიტ ელექტრონიქსის“უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზია ისევ ქალაქ ბათუმში გაიხსნება. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ, სანამ თქვენ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია „ელიტ კაფე“ სადაცმ იირთმევთ უგემრიელეს ყავას, დაისვენებთ და თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას შენაძენზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს როგორც ყიდვის პროცესში ასევე ყიდვის შემდგომ, სწორეთ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია „ელიტ სერვისი“, რომელიც „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და ესკ ომპანია ისევდაისევ „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებლებს უწევს ტექნიკურ დახმარებას.

ამ ეტაპზე, სულ 7 სერვისის ობიექტი გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდ ეგაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების აღნიშნულ სერვისს ჩვენ მთელს საქართველოში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. სერვისცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდშიც და წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია ბოშის, სიმენსის, გორენიეს და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული მსხვილი ბრენდების მიერ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100