ზურა ბალანჩივაძის დაინფიცირების გამო, “იმედის” წამყვანები თვითიზოლაციაში გადავიდნენ
„იმედის“ დილის წამყვანს ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ზურა ბალანჩივაძის დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ “იმედის” წამყვანები: ნუცა ქავთარაძე, ნათია ორველაშვილი, ოთარ ტატიშვილი, მარიამ სანოგო და ვახო გაფრინდაშვილი.
ზურა ბალანჩივაძე მკურნალობას სახლში გადის.
ტელეკომპანიაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.
კომენტარი