სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შპს „ას ჯორჯია“ კომპანია „გონიო 2010“-ს სასამართლოში უჩივის

11 ივლისს მედია საშუალებების მიერ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაციით, „ას ჯორჯიას“ „დირსის“ მშენებლობაში მონაწილე მუშებისთვის ანაზღაურება არ აქვს გადახდილი. „ას ჯორჯია“ ვერ იქნება მოვალე იურიდიული თვალსაზრისით, ვინაიდან „დირსის“ მშენებლობისათვის მუშები არ დაუქირავებია. სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი არის კომპანია „გონიო 2010“. სწორედ, ამ კომპანიის მუშებმა ვერ მიიღეს კუთვნილი ანაზღაურება, შესაბამისად, მოვალეც თავად არის თანამშრომლების წინაშე.

სიტუაციის გასარკვევად და დამნაშავის გამოაშკარავების მიზნით, „ას ჯორჯია“ უახლოეს მომავალში, სასამართლოს მიმართავს. როგორც იურიდიული პირი, კომპანია, საკითხის, მხოლოდ, იურიდიული კუთხით გადაწყვეტის მომხრეა და იმავეს მოუწოდებს კომპანია „გონიო 2010“-ს. მაგრამ, ამ დროის განმავლობაში, მისი პრეტენზიის უსაფუძვლობის გამო, „გონიო 2010“ საკითხის იურიდიულად გადაწყვეტას თავს არიდებდა და მიმართავდა სხვა მეთოდებს, მათ შორის შანტაჟს, რომლის ინსტრუმენტებიც აღმოჩნდნენ თანამშრომლები და დეპუტატობის კანდიდატი.

მედია საშუალებებით გავრცელებული ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია სახიფათოა კომპანია „ას ჯორჯიას“ საქმიანი რეპუტაციისა და რეგიონში ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი - „დირსის“ იმიჯისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, რეალური შედეგების მიღწევითა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის შეთავაზებით არის გამყარებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანია „ას ჯორჯია“ გადასახადების ერთ-ერთი უმხვილესი გადამხდელია, ხოლო პროექტი „დირსი“ - საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო პროექტი. დაფუძნების დღიდან, კომპანიის მთავარი მამოძრავებელი პრინციპი გამჭვირვალობასა და პარტნიორთა უფლებების დაცვაში მდგომარეობს..

თავის მხრივ, „ას ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აუღია კუთვნილი ანაზღაურება. ორგანიზაცია, როგორც სოციალური პროექტების განმახორციელებელი კომპანია, უკიდურესად უარყოფითად ეკიდება აღნიშნულ დარღვევებს. ამასთანავე, კომპანია აფასებს ლეიბორისტული პარტიის განზრახვას დაიცვას მუშების უფლებები და გამოხატავს იმედს იმისა, რომ შემდგომში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან საკითხის შესწავლას, გაუფრთხილდებიან საკუთარი პარტიის რეპუტაციას და საზოგადოებას განსახილველად მხოლოდ უტყუარ ინფორმაციას მიაწოდებენ.

2011 წელს დაფუძნებული კომპანია, “AS Georgia,” რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის - AS Group Investment - ის შვილობილი კომპანიია, რომელსაც რეგიონის მრავალ ქვეყანაში წარმატებული კომპლექსური პროექტების მაღალ დონეზე შესრულების 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპეტენტური მართვის მეთოდები, მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია, ძლიერი თანამედროვე ტექნიკური ბაზა და ინოვაციური მსოფლიო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს როგორც დამფუძნებელი, ასევე შვილობილი კომპანიის წარმატების საფუძველს. საქართველოში, “AS Georgia” მომხმარებლებს უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსს - „დირსის“ სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა, როგორც მშენებლობის უმაღლესი ხარისხით, ასევე „ქალაქში ქალაქის“ უნიკალური კონცეფციით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100