კალაძის დაცვა ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა
მედიაჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს ა.წ 14 ივლისს ქ.ბაღდათში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით როდესაც ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის კახი კალაძის პირადი დაცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა მედიაჯგუფის ჟურნალისტს, მაშინ როდესაც ის ცდილობდა ინტერვიუ ჩაეწერა მათი დაცვის ქვეშ მყოფთან.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა გადაადგილებისას მათ მიერ მედიაჯგუფის მანქანის მიმართულებით გაურკვეველი საგნების სროლა, რამაც გამოიწვია მანქანის დაზიანება (და შესაძლო საფრთხის წინაშე დააყენა ჟურნალისტები).
ჩვენთვის გაუგებარია ბატონ კახი კალაძის მრავალრიცხოვანი (დაახლოებით 30 კაცამდე) დაცვის ქმედების მოტივი და არსებობის საჭიროება, გარდა ჟურნალისტებთან ფიზიკური ანგარიშსწორებისა.
მედიაჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და ლიდერს პატივი სცენ ჟურნალისტების საქმიანობას და მაქსიმალური კორექტულობა გამოიჩინონ მათ მიმართ, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნებიან ისინი მათთვის მისაღებ მედიასაშუალებებს თუ არა.
კომენტარი