სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსების სამხედრო გემი ოდესას უახლოვდება

რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო გემი ოდესას უახლოვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაჩუკის თქმით, ოდესა სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ აგრესორებისგან თავი დაიცვას. ბრაჩუკი ვარაუდობს, რომ აგრესორი ძალა საზღვაო დესანტის გადასხმას აპირებს. „ოკუპანტები, სავარაუდოდ აპირებენ ოდესაში საზღვაო დესანტი გადმოსხან. ოდესა სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას. ოდესას აგრესორი ძალის ხომალდი უახლოვდება“, - წერს სერგეი ბრაჩუკი. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-7 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100