სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკი, უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობას იღებს SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარში - SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რომელიც ამჯერად შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა.

პაშა ბანკი ტრადიციულად სამ ქვეყანას წარმოადგენდა სემინარზე: აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. შესაბამისად, ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტების კუთხით პაშა ბანკთან თანამშრომლობის ინტერესი მაღალი იყო.

SIBOS არის ყოველწლიური საბანკო და საფინანსო სემინარი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კომპანია SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication). თავდაპირველად ის დაიწყო როგორც SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარი და დღესდღეობით წარმოადგენს პრემიუმ კლასის ბიზნეს ფორუმს გლობალური ფინანსური წრეებისთვის. SIBOS-ზე ეწყობა დებატები და მონაწილეებისთვის იხსნება ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები ანგარიშსწორების, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ნაღდი ფულის მენეჯმენტისა და ვაჭრობის მიმართულებით. ერთი კვირის განმავლობაში SIBOS წარმოადგენს 7000-მდე ფინანსური ინსტიტუტის, მულტინაციონალური კორპორაციების, ტექნოლოგიური პარტნიორების და საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეების გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ექსპერტების თავშეყრის ადგილს. SIBOS-ზე წარმოდგენილია 200-მდე საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, ასობით გამომსვლელის მონაწილეობით ეწყობა მრავალი კონფერენცია და ღონისძიება. SIBOS არის ადგილი, სადაც ხდება ბიზნეს გარიგებების დადება და ფინანსური ინდუსტრიის მომავლის კოლექტიურად ჩამოყალიბება.

„პაშა ბანკი წინა წლების მსგავსად კონფერენციაზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ისეთ ბანკებს შორის, როგორებიცაა: Barclays, Deutsche Bank, Citi, Raiffeisen Switzerland და სხვები. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს აქ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ და გავუზიაროთ ჩვენს კლიენტებს,“ თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

“ჩვენ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს და ვცდილობთ, დავნერგოთ თანამედროვე საერთაშორისო საფინანსო გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ მათ კომფორტულად შეძლონ ბიზნესის წარმოება როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში ხელს გვიწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ბანკებთან და მხარდაჭერა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტებისგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა აწარმოებდნენ ბიზნესს ჩვენი კლიენტები. SIBOS-ზე მონაწილეობა ამაში ცალსახად გვეხმარება, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ყველა მსხვილ საერთაშორისო ბანკთან ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და აქტიურად ვვითარდებით,“ თქვა მამმადოვმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. პაშა ბანკი მდებარეობს

თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100