სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: ერთ-ერთ ცნობილ ადამიანზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება

სავარაუდოდ, ქართული ოცნების ხელისუფლება ერთერთ ცნობილ ადამიანზე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ავრცელებს. 

რამდენიმე დღეა ვიდეო-კადრებს, სადაც ერთერთი ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრებაა ასახული, ქართული ოცნების მხარდამჭერები ქსელიდან-ქსელში დაატარებენ. 

ვრცელდება ინფორმაცია რომ ივანიშვილის ძალოვნებმა მასზე შური იძიეს. 

როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს ფარულ ვიდეო თვალთვალს მისთვის არასასურველ ადამიანებზე და კადრებს შანტაჟისათვის იყენებს. 

ქართული ოცნების მორიგი მსხვერპლის ვინაობა არ სახელდება. 

თუმცა, აღვნიშნავთ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება ადამიანებს საწოლში უძვრება, მათ საწინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ეწევა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სპეკულირებს.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მათივე ყოფილ მინისტრებზე  გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რისთვისაც პასუხი დღემდე არავის უგია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100