სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოპოზიციონერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს (ვიდეო)

რუსმა დისიდენტმა – ანდრეი დერევიანკინმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინ მიმართა. „მუდმივი რევოლუციონერი“, როგორც მას რუსული მედია უწოდებს, ამბობს, რომ 33 წელია, სპეცსამსახურების მხრიდან განუწყვეტელი თვალთვალის პირობებში ცხოვრობს.

ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციონერი სამჯერ იხდიდა სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში. დერევიანკინი ბოლოს 2004 წელს გათავისუფლდა და ოპოზიციური მოღვაწეობა გააგრძელა. ამჟამად იგი საერთაშორისო კომიტეტის „კატინი2“–ის ხელმძღვანელია და პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.

დისიდენტი დარწმუნებულია და საკუთარ განცხადებაშიც ხაზს უსვამს, რომ მისი ბოლოდროინდელი დევნის მიზეზი მისივე პოზიციაა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომთან მიმართებაში. დერევიანკინი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მკაცრად გმობს და საერთაშორისო არხებით ხშირად გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც რუსეთმა, საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გამო რეპარაცია უნდა განახორციელოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100