სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობენ ადგილობრივები 5 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სტუმრად მყოფი 5 წლის ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ ზემო ქედში ბიჭი ორღობიდან ცენტრალურ გზაზე ე.წ. სკუტერით მიგორავდა, რა დროსაც სავალ ნაწილზე გადავიდა. მაგისტრალზე მიმავალმა მძღოლმა შეჩერება სცადა, თუმცა მოზარდს დაეჯახა.

თვითმხილველების განმარტებით, მძღოლმა ბავშვი სასწრაფო დახმარების შენობაში თავადვე გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სოფელ ზემო ქედში დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან ამბობენ, რომ ოჯახი ლანჩხუთიდან, ზემო ქედში გარდაცვლილი ბიძის სუფრაზე დასასწრებად ჩავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა აგლაძე ამბობს, რომ დაშავებული ბიჭის სიკვდილი სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე დააფიქსირეს და მისი დედოფლისწყაროში, კლინიკაში გადაყვანა აღარ მომხდარა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ავტომანქანის მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და მას მარტოხელა ბებიასთან საკვები მიჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100