სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენთან ომია, ეს ხომ პინგ-პონგი არ არის, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება! კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ...გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები" - ზელენსკი

"ჩვენთან ომია, ეს ხომ პინგ-პონგი არ არის, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება! კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ. არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთს, გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„სრულმასშტაბიანი სასტიკი ომისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის 14 დღე. ქალაქების განადგურება, მთელი რაიონების ბლოკადა, მუდმივი დაბომბვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიუღებლობის 14 დღე. არა ჩვენი გადაწყვეტილების, ჩვენგან ჩვენი მეგობრების დახმარების საჭიროება რომ ყოფილიყო, მსგავს გადაწყვეტილებას საათებში მივიღებდით. რუსეთის შემოჭრის პირველივე დღიდან უკრაინა პარტნიორებს უმეორებს, თუ თქვენ არ ჩაკეტავთ ცას, იქნებით პასუხისმგებელნი ამ კატასტროფაზე, მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

მსოფლიოს ჰუმანიტარული ვალდებულებაა იქონიოს რეაგირება. მაგრამ გადაწყვეტა არ არის. ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის შეთავაზებული ალტერნატივისთვის - მზაობისთვის მიაწოდოს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები. საკითხი ლოჯისტიკას ეხება, უფრო მეტად ტექნიკური საკითხია.

არსებობს პოლონეთის ოფიციალური გადაწყვეტილება გადასცეს თვითმფრინავი შესაბამის ბაზას, ამერიკულ ბაზას. როდის იქნება გადაწყვეტილება? მომისმინეთ, ჩვენთან ომია, ეს ხომ პინგ-პონგი არ არის, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება! კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ. არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთს, გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები", - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100