სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში ავტოავარიისას დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

Honda-ს მარკის ავტომობილი გაზგასამართ სადგურს დაეჯახა. მსუბუქი მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ მძღოლი და მგზავრი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს.

ავარიისას მეორე დაშავებული მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ამ წუთებში კისრის მალების და მენჯ ბარძაყის მოტეხილობების კვლევები უტარდება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100