სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია თბილისში

ავტოსაგზაო შემთხვევა გელოვანის გამზირზე - „ოპელის“ მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახური. დაზარალებულს პირველადი დახმარება დროულად აღმოუჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100