80 წლის კაცი მდინარე დამხრჩვალი იპოვეს
სამდღიანი ძებნის შემდეგ 80 წლის კაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს.
თელავის სოფელ გულგულაში მცხოვრები ალექსანდრე ოხანაშვილის ცხედარს მაშველებმა და მყვინთავებმა დღეს დილით მიაკვლიეს.
ხანდაზმულ მამაკაცს საქონელი სამწყემსად მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ყავდა წაყვანილი, საღამოს კი, როდესაც სახლში არ დაბრუნდა, ოჯახმა პოლიციას აცნობა.
მდინარის პირას ნაპოვნი იყო ტანსაცმელი, რის გამოც ძებნა, როგორც მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წყალშიც მიმდინარეობდა.
მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი