სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში Tommy Hilfiger-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

პრემიუმ კლასის ბრენდმა Tommy Hilfiger-მა პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისის ცენტრში, რუსთაველის #46-ში გახსნა.  

მაღაზიის გახსნას 11 სექტემბერს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა. Tommy Hilfiger-ის მაღაზიაში გახსნას ცნობილი ადამიანები, მომღერლები, მოდის ბლოგერები, დიზაინერები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ თაკო ჩხეიძე, დათო ხუჯაძე, მაკა ზამბახიძე, გენო მალაზონია, თეა აგლაძე, დიანა ქვარიანი, ლალი ტოტიკაშვილი და სხვ. 

მაღაზიაში მისულ მომხმარებელს, Tommy Hilfiger-ის ქალისა და მამაკაცის სამოსის, აქსესუარების და ფეხსაცმლის უახლესი ევროპული ხაზის კოლექცია დახვდა.  

226 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიის ინტერიერში, შერწყმულია ტრადიციული და თანამედროვე მიმდინარეობები, რომელიც Tommy Hilfiger-ის სტილს განასახიერებს. ინტერიერში მრავლადაა ორიგინალური არქიტექტორული ელემენტის ეკლექტიკური ნაზავი, ანტიკური ავეჯი, გრაფიკული ნამუშევრები და აქსესუარები. თბილისის მაღაზიის დახვეწილი სტილი Tommy Hilfiger-ის გლობალური ფლაგმანების - ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, ტოკიოს და  ლოს ანჯელესის მაღაზიების ანალოგია.  

Tommy Hilfiger-ი  მსოფლიოს 90 ქვეყანაში 1200 მაღაზიით არის წარმოდგენილი. მათ შორის ფლაგმანი მაღაზიები მსოფლიოს ექვს ადგილას მდებარეობს:  Fifth Avenue, New York (სექტემბერი 2009); Champs-Élysées, Paris (ნოემბერი 2010); Brompton Road, London (2011 წლის აგვისტო); Omotesando, Tokyo (აპრილი 2012); Regent Street, London (ნოემბერი 2012); და Robertson Boulvared, Los Angeles (2013 წლის თებერვალი). ბრენდის წამყვანი მაღაზიები მდებარეობს ამსტერდამში, პეკინში, ბერლინში, ბოგოტაში, ბუენოს აირესში, დუბლინში, დუსელდორფში, კიოლნში, ფლორენციაში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ჰელსინკში, ჰონკონგში, სტამბოლში, ლონდონში, ლუქსენბურგში, მადრიდში, მეხიკოში, მაიამიში, მონრეალში, მოსკოვში, მუმბაიში, მიუნხენში, ნიუ-იორკში, ოსაკაში, პანამა სითიში, სანტიაგოში, სან პაულოში, სეულში, შანხაიში, სინგაპურში, სიდნეიში, ვანკუვერში, ვენასა და ციურიხში. 

Tommy Hilfiger-ი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ტანსაცმლის დიზაინერების ჯგუფში შედის და ქმნის ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსის მაღალი ხარისხის ხაზს. არჩეული ლიცენზიის საშუალებით ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს დამატებითი სტილის პროდუქციებს, როგორებიცაა სპორტული სამოსი: ფეხსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი გოლფის მოყვარულთათვის, სამოსი მოცურავე მომხმარებლებისთვის, სათვალეები, საათები, ჩანთები, ტყავის აქსესუარები, სამგზავრო ჩანთები, წინდები, სუნამოები, სახლის და აბაზანის აქსესუარები,  მამაკაცის და ქალის თეთრეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100