სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამზან კადიროვი: „ჩეჩნეთს ფულს ალაჰი უგზავნის...“

ჩეჩნეთის რესპუნლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელიც დღეს 35 წლის გახდა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ჩეჩნეთს ფულს ალაჰი უგზავნის“. „ვერაფერი გამიგია, არადა, ფული საიდანღაც გვიჩნდება ხოლმე“, - თქვა მან.

რუსულმა მედიამ შეგვახსენა, რომ ჩეჩნეთმა განვითარების მიზნით რუსეთს 500 მილიარდი რუბლის გამოყოფა სთხოვა, ახლახან კი რამზან კადიროვმა, ტელეარხ „როსია 24“-ის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე ჩეჩნეთი რუსეთის სხვა რეგიონების დონორი გახდება.

2011 წლის აპრილში ჩეჩნეთის რესპუბლიკამ რუსეთში 2025 წლამდე გათვალისწინებული განვითარების პროგრამა გაგზავნა, რომელიც 500 ობიექტის მშენებლობას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამ პროგრამის რეალიზაცია 498.2 მილიარდ რუბლადაა შეფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100