სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არც პრემიერის, არც სხვა მინისტრის გადადგომაზე არ ყოფილა საუბარი“

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ, ქართული ოცნების ოფისთან განაცხადა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობდნენ.

კობერიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერსა და მთავრობის წევრების შეცვლაზე არ უსაუბრიათ.

ლევან კობერიძის თქმით, შეხვედრაზე იყო განხილული UNICEF-ის კვლევის შედეგები, რომელშიც ასახული იყო, რომ სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ოფისში ისაუბრეს, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკონომიკაში სწრაფი ზრდა მოხდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100