სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლული ბიზნესმენი და შეკვეთილი მკვლელობა - ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის მცირე დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე, რომელიც ერთ-ერთი ბაზრობის მოწილეა. როგრც ირკვევა, მკვლელობა შეკვეთილი იყო და მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30 წლამდე პირი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოტყუებით გააღებინა კარი ოჯახის დამხმარეს იმ მიზეზით, თითქოს ის ბანკიდან იყო მისული და კახიძისთვის წერილი უნდა გადაეცა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ოჯახის დამხმარე ქალი, რომელმაც კარი გააღო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მხარშია დაჭრილი, ხოლო კახიძეს ოთხი ტყვია აქვს გულმკერდის არეში მოხვედრილი.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100