27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან, მომსახურე პერსონალთან. სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთან.
კურო
დღეს გაგაოცებთ გარშემო მყოფების ქცევა, მაგრამ მოერიდეთ მათთან დაპირისპირებას. ნუ საღამო შინ გაატარეთ, ნუ იმუშავებთ გვიანობამდე.
ტყუპი
დილიდან დადებითი განწყობა შეიქმენით და ეცადეთ, მცირე უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან.
კირჩხიბი
მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას. რჩევისა და კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ლომი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. ნაკლები დრო გაატარეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. ნუ აჰყვებით ემოციებს.
ქალწული
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, გამოიძინეთ.
სასწორი
მოერიდეთ ინტრიგებს სამსახურში. ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში. სხვა დღისთვის გადადეთ მკურნალობის დაწყება. ნუ შეიძენთ შინაურ ცხოველს.
მორიელი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან; არ გირჩევთ საქმეების გარჩევას გარშემო მყოფებთან. თუ თქვენი შვილი ჭირვეულობს, დასჯით ვერაფერს მიაღწევთ, უმჯობესია, მოეფეროთ.
მშვილდოსანი
სიმშვიდე შეინარჩუნეთ ყველა სიტუაციაში. ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე, არ დაუშვათ შეცდომები. მოთოკეთ ემოციები გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.
თხის რქა
სიახლეებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. გაფრთხილდით, არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. ყველაფერი მშვიდად გააანალიზეთ და დამშვიდდით.
მერწყული
საქმეებში წარმოქმნილი შეფერხებები და შეცდომები მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარეთ. ნუ აურევთ ერთმანეთში ვალდებულებებს, ემოციებსა და გრძნობებს.
თევზები
ნუ შეირცხვენთ რეპუტაციას გარშემო მყოფებში. მშვიდად შეხვდით კრიტიკას და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კომენტარი