სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბასილიას ფილმის "ანას ცხოვრება"მსოფლიო პრემიერა გოტენბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ანას ცხოვრება" მსოფლიო პრემიერა გოტენბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმი ასევე წარდგენილია ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში."ანას ცხოვრება" ერონული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
გოტენბურგის საერაშორისო კინოფესტივალი შვედეთში 1979 წლიდან იმართება. თავდაპირველად იგი მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ამჟამად კი კინოფესტივალი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ყოველ წელს 115 000 ვიზიტორს მასპინძლობს და 500-ამდე ფილმის ჩვენებას აწყობს.გოტენბურგის კინოფესტივალი სკანდინავიის ქვყნებში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძებად არის მიჩნეული.
ფესტივალი 29 იანვარს გაიხსნება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ინგმარ ბერგმანის პრიზით დაჯილდოვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100