სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძის ვაჟი უგულავას ემუქრება?

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებას დღეს სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე გამოეხმაურა.

„გიგი მოვისმინე შენი გამცხადება დიდი ყურადგებიტ ჩემო ოქრო. ორივემ "დედა-შვილმა" მოვისმინეთ როგორც შენ მოგვიხსენიე გამცხადებაში. როგორც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეგპირდით მოგიწევს შენ სიბინძურეებზე პასუხის გება და არა მარტო ჩვენს წინაამდეგ რაც ჩაიდინე. შემდეგი შენ ხარ !“ - წერს ანზორ ბიწაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Droni.ge უცვლელად გთავაზობთ, უგულავას იმ განცხადებასაც, რომელსაც ბიწაძემ აღნისნული პოსტი მიუძღვნა.

„„სამართლიანობის აღდგენა“ უკვე ცხად და დაუფარავ შურისძიებას გასცდა. თავისი ფორმით და შინაარსით სხვა არაფერი იყო დღეს ახალგაზრდა პროკურორის მიერ, 2011 წლის 26 მაისის თემაზე ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება. ერთი წუთით დავუშვათ, რომ მერაბიშვილი დამნაშავეა. რა ვუყოთ შემდეგ შეკითხვებს: პროკურატურას და საქართველოს პროკურატორ ივანიშვილს მინდა შევახსენო, რომ იმ ავბედით ღამეს სამი და არა ორი ადამიანი დაიღუპა, რატომღაც დაღუპულ პოლიციელს აღარავინ ახსენებს, მეტიც მის მკვლელობაში გასამართლებული პირი, პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებას პოლიციელები ადამიანებად აღარ მიაჩნია (ამ მიდგომის სავალალო შედეგებს საზოგადოება სულ მალე ვიგრძნობთ), მაგრამ სამართლიანი გამოძიების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს სიმართლის დადგენა, თუ ვინ მოკლა პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი?!, ვინ იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც როგორც ხის ტოტს, ისე გადაუარა ცოცხალ პოლიციელს. ახალგაზრდა პროკურორის ხელნაწერი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა მშვიდობიანი ის აქცია, რომელიც ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა ტარდებოდა. ორ მხრივ მავთულხლართების იდეის ავტორი ბადრი ბიწაძე, „გრუს“ სპეცნაზის შემოსვლაზე მეოცნებე დედა-შვილი ბურჯანაძე-ბიწაძე გამოძიებას არც კი დაუკითხავს, არც მათი საუბრის ავთენტურობა დაუდგენია და საერთოდ არაფერი გაუკეთებია და როგორც ჩანს ბრმად მიყვება უკვე ისტორიითა და საუკუნეებით გამოცდილ ფრაზას: „ჯვარს აცუთ, ჯვარს აცუთ ეგე. სისხლი მისი ჩვენს ზედა და შუილთა ჩვენთა ზედა“. მართმსაჯულების თემიდა არის ბრმა და არა სამართლიანობა. ქვეყანაში ძალიან ცუდ ტენდენციას ამკვიდრებს ივანიშვილის მთავრობა. „სამართლიანობის აღდგენა“, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ნახევრადსიმართლეა, აჩენს განცდას, რომ არსებობს ორი სიმართლე და ორი მხარე მზად არის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს თავის სიმართლისთვის და როცა სახელმწიფო ერთი მხარეა ამან შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. დაფიქრდით ბატონო ბიძინა, თუ ქვეყანა აგვერია ბრმა ხელი ყველაზე მდიდრებს ხვდებათ!“ - ნათქვამია უგულავას განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100