სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული პროდუქტის მორიგი წარმატება მსოფლიო ბაზარზე

ნატახტარის ლიმონათის ექსპორტი 2012 წელს 33 %-ით გაიზარდა

2012 წლის მონაცემებით “ნატახტარის ლიმონათის” ექსპორტი 33 %-ით გაიზარდა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საექსპორტო მონაცემები 2011 წელსაც (2010-თან შედარებით) იგივე მაჩვენებლით გაიზარდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ლიმონათის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. კვლევები ადასტურებს, რომ საექსპორტო ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში, „ნატახტარის ლიმონათი“ საზეიმო სუფრის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. “ნატახტარის ლიმონათის” საზღვარგარეთ გატანა 2006 წლიდან ხორციელდება. 2012 წელს ნატახტარის ლიმონათის ექსპორტი პერმანენტულად მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხდებოდა.

კოპანიაში ლიმონათს განიხილავენ როგორც ერთგვარ ელჩს, რომელიც საქართველოს საუკეთესო ტრადიციებს წარმოაჩენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამიტომ მზარდი ექსპორტი აიხსნება „ნატახტარის ლიმონათის“ მაღალი ხარისხითა და საექსპორტო ქვეყნებში სწორი მარკეტინგული აქტივობით.  2013 წელსაც ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.

 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100