სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობა ამ ვირუსის მიმართ მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე წითელა, წითურა, ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ ვაქცინა დადებითად მოქმედებს, ეს საუკეთესო შემთხვევა იქნება.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები თუ აცრილები არიან. ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ.

ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის. პრაქტიკულად ყველა არის ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. რადგან ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100