სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის მერის ესკორტს თავს დაესხნენ

რამდენიმე საათის წინ მოსკოვის მერის ესკორტზე თავდასხმა განხორციელდა: მამაკაცმა ერთ–ერთ მანქანას შუშის ბოთლი ესროლა. ბოთლი ესკორტის ერთ მანქანას მოხვდა და კარი დააზიანა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. იგი სანკტ–პეტერბურგის მცხოვრები აღმოჩნდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მოსკოვის მერის ესორტმა ნიკიტსკის ბულვართან გაიარა. ესკორტი ახალი არბატის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ახალგაზრდამ, რომელიც ბულვარის კიდესთან იდგა, მინერალური წყლის, “ნარზანის” ბოთლი ესკორტის მიმართულებით მოულოდნელად ისროლა. ესკორტის ჩავლამდე ის მშვიდად იდგა და წყალს ბოთლიდან სვამდა.

თავდამსხმელი 38 წლის ალექსანდრე დობრინინი აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ ესკორტზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამისთვის მოსკოვში საგანგებოდ ჩავიდა:

“მან თქვა, რომ უამრავი პირადი პრობლემა აქვს და ამ საქციელით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა”, – იუწყება “ლაიფნიუს. რუ”–ს წყარო. ამასთან, წყაროს მოჰყავს დაკავებულის სიტყვები, რომ იმ ადგილას, საიდანაც ბოთლი ისროლა, ასევე საგანგებოდ დადგა და ნებისმიერი ესკორტის ჩამოვლას ელოდებოდა:

“არ ვიცოდი, რომელი თანამდებობის პირის ესკორტი ჩამოივლიდა, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა”, – თქვა დაკავებულმა.

რუსეთის სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100