"რედისონი" კახეთშიც აშენდება
თბილისისა და ბათუმის შემდეგ, სასტუმრო "რედისონი" კახეთში აშენდება. წინანდალში, ჭავჭავაძეების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები 19 აპრილიდან დაიწყება.
ოთხსართულიანი, 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება.
კომპლექსი 20 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდება. სამუშაოების ჩატარებას "სილქროუდ ჯგუფი" უზრუნველყოფს.
წინანდლის ბაღის ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობასთან ერთად, ასევე, იგეგმება ძველი ღვინის მარნებისა და ქარხნის რესტავრაცია. განახლდება ბაღის ტერიტორია, რომელსაც ძველი ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება.
სამშენებლო სამუშაოებს ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი აწარმოებს, რომელიც უკვე საქართველოშია. როგორი იქნება "რედისონი" წინანდალში და რას ითვალისწინებს სამშენებლო პროექტი, - ჯონ ფორტიადისი დღეს მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნობს.
კომენტარი