
კაცმა პოლიციელი დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა
ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მდებარე სკვერში, მოქალაქემ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„პოლიციამ მოგივიანებით იპოვა ადამიანის ცხედარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. მისი გარეგნობა დამნაშავის აღწერილობას ემთხვევა“, - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.
პოლიციელი, რომელსაც თავს დაესხნენ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობას იცავდა.
კომენტარი